საზოგადოება
პარტიის IV ყრილობაზე დელეგატებმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი ერთხმად აირჩიეს

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების გზაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 14 მაისს, პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსყრილობაზე სპორტის სასახლეში. გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა პარტიის თითოეულ წევრს, მხარდამჭერებს და  ,,ქართული ოცნებისდამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს. გიორგი კვირიკაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც ისაუბრა, რომელმაც, მისი თქმით, ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში უხელმძღვანელა პარტიას და წარმატებით გააგრძელა ქვეყნის მართვა.

 „იყო თუ არა ეს 4 წელი უშეცდომო? რა თქმა უნდა, არა. და ეს ბუნებრივიც არის ახალგაზრდა პარტიისთვის. მაგრამ ჩვენ არც ამ შეცდომების აღიარება და არც რეალობისათვის თვალის გასწორება გაგვჭირვებია. ერთი რამ შეიძლება თამამად ითქვას, ჩვენი ყველა გადაწყვეტილება იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სიყვარულით ნაკარნახევი და ეს არის უზენაესი, რითაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ მომავალ გადაწყვეტილებებშიც”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.