სამართალი
„სიაში არ ვიქნები“- ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი.  აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს. "როგორც ყოფილი პრემიერი და როგორც "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე, მზად ვარ, თუკი გუნდს დასჭირდება, მხარში დავუდგე არჩევნების განმავლობაში. სიაში არ ვიქნები, რადგან პარტიის თავმჯდომარე ვიყავი. მინდა, წარმატება ვუსურვო ახალ გუნდს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.