სამართალი
“კომპოზიტორთა სახლის პირველ სართულზე ბორდელია გახსნილი, სადაც 16-17 წლის გოგონები პროსტიტუციაში არიან ჩაბმული“ - სანდრო ბრეგაძე

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე ძალოვანებს დავით აღმაშენებლის გამზირზე განლაგებულ ბარებსა და სხვა დაწესებულებებში არსებული სიტუაციით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

 იგი ირწმუნება, რომ გამზირი „ოკუპირებული“ აქვთ ერაყელებს, სირიელებს, აფრიკელებს, არაბებს, თურქებს და ისინი არასრულწლოვან ქართველ გოგონებს პროსტიტუციაში აბამენ. მისი მტკიცებით, ე.წ. ჩილიმ-ბარებში თავისუფლად იყიდება ნარკოტიკები.

 “კომპოზიტორთა სახლში შენობის პირველი სართული ღამის კლუბს დაუთმეს, იქ ქართველ მამაკაცებს შესვლა აკრძალული აქვთ და ქართველი არასრულწლოვანი ბავშვების სხეულით ვაჭრობა ხდება. ასეთი კლუბი კარგა ხანია, ვარდების მოედნის ქვეშაც ფუნქციონირებს, იგი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაიხსნა და იქაურობას ხელისუფლების მაღალჩინოსნების ცოლები აკონტროლებდნენ. ახლაც იგივე გრძელდება”, – აცხადებს , კერძოდ, სანდრო ბრეგაძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.