პოლიტიკა
„ნატოს სამიტზე ჩვენ ველით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საბოლოო ამოცანა ევროკავშირში და, თავისთავად, ნატოში გაწევრიანება - ესაა საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, რაც რამდენჯერმე დადასტურდა გამოკითხვებისა და რეფერენდუმის მეშვეობით, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში ანალიტიკოსებთან შეხვედრისას გააკეთა.

 „საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის კუთხით ამ მიზნებს ალტერნატივა არ გააჩნიასაქართველო მონაწილეობს ნატოსმტკიცე მხარდაჭერის მისიაშიავღანეთში. საქართველო ამ მისიის მეორე უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანაა. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ავღანეთის, ცენტრალური აფრიკისა და მალის მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თავსებადობა ნატოს ჯარებთან“, - განაცხადა პრემიერმა.