პოლიტიკა
„სოციოლოგიური კვლევები იმის ნიშანია, თუ რამდენად მჭიდროა კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პაატა ბურჭულაძეს შორის“ - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 პარტიის აღმასრულებელი მდივანი ყურადღებას იმ ქართულ კომპანიებზე ამახვილებს, რომლებიც კვლევებს NDI-სა და IRI-ს დაკვეთით ახორციელებენ.

 „აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება სოციოლოგიურ კვლევებზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ნაციონალურ მოძრაობასა“და პაატა ბურჭულაძეს შორის არსებულ კავშირებზე. ერთი მხრივ, დაიდო NDI-ს დაკვეთით CRRC–ის კვლევა, რომლის თანახმადაც, ყველაზე პოპულარული ადამიანი საქართველოში არის, თურმე, ბატონი დავით ბაქრაძე, ხოლო ამის შემდეგ კვლევას დებს უკვე IPM და აცხადებს, რომ ყველაზე პოპულარული ადამიანი არის პაატა ბურჭულაძე. ორივე შემთხვევაში ქართულ კომპანიებზეა საუბარი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.