უცხოეთი
სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან საზღვარს ხურავს

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთი, ქართულ–ამერკული სწავლებების – Noble Partner-2016 მიმდინარეობის პერიოდში, საქართველოსთან საზღვარზე დროებით გამშვებ პუნქტებსდახურავს. სამხრეთ ოსეთი შიშობს, რომ საქართველოს მთავრობა რევანშისტულ განწყობაზეა" - ამის შესახებ "რია ნოვოსტთან" რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა განა იანოვსკაიამ განაცხადა.

 "ჩვენ ყოველთვის მზადყოფნაში ვართ, იმიტომ რომ საქართველოდან კარგს არაფერს ველით. ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულებები რუსეთთან, რომელიც სამხრეთ ოსეთის ერთადერთი დამცველი და მოკავშირე მეზობელია. ხელშეკრულებაში ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვაც იგულისხმება", - განაცხადა იანოვსკაიამ.

 მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მოკავშირეები მათ რევანშისტულ განწყობას გაამძაფრებენ.

 "რაც ხდება ჩვენ საზღვარზე არავისთვის ახალი არ არის. ჩვენი სამსახურები მუდმივად მზადყოფნაში არიან", - აღნიშნა მან.

 ქართულ-ამერიკული წვრთნები Noble Partner-2016 საქართველოში დაიწყო. მასში 1300-ზე მეტი სამხედროა ჩართული ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და საქართველოდან. წვრთნებში ასევე ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა, ტანკები, თვითმფრინავები ჯავშანმანქანები მონაწილეობს.