ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' ერთ-ერთმა ინიციატორმა, ახლა უკვე ყოფილმა წევრმა ვახუშტი ფარცვანიამ შექმნა ახალი სამოქალაქო მოძრაობა ,,სამშობლოს მაძიებლები”.
სახალხო კონფერენცია ჩატარდება 2011 წლის გაზაფხულზე, სადაც მიღებული იქნება სამეგრელოს რეგიონის განვითარების პროგრამა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ თეორიული საკითხების, რეგიონული საკადრო პოლიტიკის დამტკიცება. დაასახელებენ რეგიონის ლიდერებს და შექმნიან რეგიონულ მუდმივმოქმედ საკოორდინაციო საბჭოს. ასეთი შეკრება ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში, რათა საბოლოოდ იქნას მიღწეული ეროვნული თანხმობა.
,,ჩვენი მიზანია საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტი. ეს მოძრაობა პირველ რიგში მიმართული იქნება საქართველოს რეგიონებში ახალი, შეურყვნელი რეპუტაციის მქონე ლიდერთა წარმოსაჩენად,” – აღნიშნა ვახუშტი ფარცვანიამ.