უცხოეთი
საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა უკან წაიღო თავისი სიტყვა აშშ–ის სახელმწიფო ვალის შემცირების თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ და მხარი დაუჭირა დოლარის კურსის დასუსტებას. პოლიტიკოსმა განმარტა, რომ მისი ამასწინანდელი მოწოდება ხანგრძლივვადიან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აშშ–ის 19–ტრილიონიანი სახელმწიფო ვალის შესახებ არ ნიშნავს უარის თქმას ვალის გადახდაზე. „ეს აშშ–ის მთავრობაა. ფასიანი ქაღალდები წმიდათა წმიდაა“, – განუცხადა ტრამპმა Wall Street Journal-ს.
ბიზნესმენის თქმით, ის მხარს უჭერს დოლარის დაბალ კურსს, რათა წარმოებასა და ექსპორტიორებს დაეხმაროს.