სამართალი
“არმაზ ახვლედიანი უკვე დიდი ხანია წასულია პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. „თავისთავად ის ფაქტი, რომ არმაზ ახვლედიანი აღარ არის „ქართულ ოცნებაში“, არის იმის ნიშანი, რომ პარტია სერიოზულად მუშაობს გაჯანსაღებაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

 პარტიის აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, არმაზ ახვლედიანს, მისი არაადეკვატური ქმედებებისა და განცხადებების გამო, ერთი წლის წინ შეუჩერდა პოლისტსაბჭოს წევრის სტატუსი.

 „არმაზ ახვლედიანი უკვე დიდი ხანია, წასულია პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან“. მას დიდი ხანია, დატოვებული აქვს პარტიის პოლიტიკური საბჭო. ელემენტარული ინფორმაციაც კი არ აქვს იმის თაობაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს პარტიაში. არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებები არ არის რელევანტური ჩვენთვის, ის არ არის ღირებული პოლიტიკური ფიგურა, მის განცხადებებს სერიოზულად ვერ მოვეკიდებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.