უცხოეთი
9 მაისს ვლადიმერ პუტინი ფრონტგამოვლილი მამის ფოტოსურათით ხსოვნის მარშის მონაწილეებს შეუერთდა

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ხალხის კოლონები დროშებითა და ნათესავი ვეტერანების პორტრეტებით, ლენინგრადის პროსპექტზე გავიდნენ და ტვერის ქუჩის გავლით წითელი მოედნისკენ გაემართნენ. პრეზიდენტ პუტინს წინასწარ არ ჰქონია დაგეგმილი ამ აქციაში მონაწილეობა. თუმცა, რუსეთის ლიდერმა გამონახა დრო, რათა შეერთებოდა მოსკოველებსა და ქვეყნის სხვა ქალაქების მცხოვრებლებს, რომლებიც თავისი ფრონტგამოვლილი ნათესავების ფოტოსურათებით გამოვიდნენ და „უკვდავი პოლკის“ კოლონებში ჩადგნენ.