საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილისთვის მიუღებელია “ქართული ოცნების” წევრთა დუმილი თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე, რომ ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრისა და პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საფრთხეს შეიცავს.
„გამორიცხულია, ჩვენ ვიხილოთ 2008 წლის შესაბამისი მოვლენები, რადგან ქართული მხარე პროვოკაციებს არ აჰყვება. მაგრამ, რაც შეეხება მის შეფასებას, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან შარშან სწორედ ამ დროს ჩატარდა ამ ტიპისვე წვრთნები და ადრეც ტარდებოდა და მაშინ რატომღაც ხმა არ ამოუღია ბატონ მეჭიაურს. ბატონი მეჭიაური თავისთავად მარტო როგორც ადამიანი კი არა, არაფერი არაა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, “ქართული ოცნება” ამას როგორ უყურებს, “ქართული ოცნების” დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.