აქტუალური
"საქართველომ წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკება" - თამაზ მეჭიაური

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის მის რუს კოლეგასთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მოსაზრებები განსხვავებულია.

 "პირდაპირ წინაპირობებით რომ დავიწყოთ, რომ მყისიერად დააბრუნონ ტერიტორიები, ეს მათგან არ მგონია, მხარდაჭერილი იყოს... ალბათ ჯობს, ჯანელიძემ წინაპირობების გარეშე დაიწყონ მოლაპარაკება ლავროვთან და მერე ალბათ უკვე გამოიკვეთება საკითხთა ის წრე, რომელზეც შეიძლება გაგრძელდეს ან არ გაგრძელდეს უფრო მაღალი დონის შეხვედრა. ალბათ, რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი პრემიერისა და მათი პირველი პირის დონეზე, ვინც რეალურად არის საკითხის გადამწყვეტი", - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა.

 შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საგაზეთო ინტერვიუში რუს კოლეგასთან შეხვედრა არ გამორიცხა.

 ამგვარად, გაახმოვანა რა ბოლო დღეებში ის, რასაც ფიქრობს მთელი ქართველი ხალხი და რაზეც უკვე 20 წელზე მეტია ლაპარაკობენ ქართველი პატრიოტები – მცირერიცხოვანი პოლიტოლოგები და პუბლიცისტები, მათ შორის – განაცხადა რა გუშინ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე (სამაჩაბლო) უარის თქმის ხარჯზე ნატოში საქართველოს შესვლის თანხმობის საკითხზე საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, თამაზ მეჭიაური ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი გახდა საქართველოში, ყველაზე დიდი ელექტორატითა და საყოველთაო მხარდაჭერით.