რელიგია
კვირაცხოვლობის დღესასწაულზე პატრიარქმა 1116 ბავშვი მონათლა

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. კვირაცხოვლობის დღესასწაულზე კიდევ 1116 ბავშვი მოინათლა. საყოველთაო ნათლობის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ნათლულები დალოცა.

ეს უკვე რიგით 43-ე საყოველთაო ნათლობა იყო. პატრიარქს 27 ათასზე მეტი ბავშვი ჰყავს მონათლული.