საზოგადოება
"მომწონს “ეს შენ გეხება”, იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვეხება!"- დავით უსუფაშვილმა აღიარა, რომ ეს მას ეხება...

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. კამპანიის ეს შენ გეხება წევრების და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა: "მომწონს ეს შენ გეხება”, იმიტომ, რომ ეს ჩვენ გვეხება. მათ მიერ მომზადებული სამი კანონპროექტი განვიხილეთ. ერთი, რომელიც ეხება უშიშროების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებს, მეორე ეხება მოსმენების თემას, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2017 წლის მარტიდან ის მოდელი, რომელიც დღეს კანონშია, ძალას დაკარგავს. პარლამენტი ვალდებული ვათ, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ“.

 დავით უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნაზეც ისაუბრეს, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს საინტერესო, თუმცა კარგად შესასწავლი თემაა.