უცხოეთი
ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ახალმა სარდალმა ევროპაში, გენერალმა კერტის სკაპაროტიმ რუსეთს, „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსად, ალიანსისთვის საფრთხე უწოდა

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ალიანსი აკავებდა საბჭოთა აგრესიის საფრთხეს და მილიტარიზმის აღორძინებას ევროპაში. დღეს, 66 წლის შემდეგ (1949 წელს ნატოს შექმნის შემდეგ) და უკვე ცივი ომის შემდეგ, ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ავღანეთში მიმდინარე ოპერაციისა და ტერორიზმის საფრთხის გარდა ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში, ჩვენ წინაშე დგას რუსეთი, რომელიც მიისწრაფვის საკუთარი თავის, როგორც ზესახელმწიფოს, პოზიციონერობისკენ. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, უნდა გავაგრძელოთ მზაობისა და სიფხიზლის შენარჩუნება და ზრდა, რათა საშუალება გვქონდეს უკვე საღამოს ვიბრძოლოთ, თუკი შეკავება არ იმუშავებს“, – განაცხადა სკაპაროტიმ უფლებამოსილებების გადაცემის ცერემონიაზე ამერიკელი გენერლის ფლილიპ ბრიდლავისგან.

სკაპაროტიმ ასევე  აღნიშნა, რომ ნატოს სამხედრო კონტაქტები  რფ–თან შეზღუდული დარჩება.

ნატოსა და რუსეთის სამხედრო კონტაქტების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ინციდენტები და შეცდმები, თუმცა ეს კონტაქტები შეზღუდული დარჩება, თუ რფ არ დაიწყებს საერთაშორისო ნორმების შესრულებას“, – განაცხადა გენერალმა, რომლის თქმითაც,“ნატომ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას ყველაფრით, რაც მას მისი სუვერენიტეტის დასაცავად სჭირდება“.

ამ პოსტზე დანიშვნამდე სკაპაროტი აშშ–ის ჯარებს მეთაურობდა სამხრეთ კორეაში.