უცხოეთი
ნიკოლოზ ცისკარიძე: „არ ვიცი, ვის უწოდებთ ინტელიგენციას...“

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ნიკოლოზ ცისკარიძე: „იცით, არსებობენ ადამიანები, ვინც მიეჩვივნენ მუდმივ ოპოზიციაში ყოფნას. ისინი ასე ცხოვრობდნენ, როცა ქვეყანაში მძიმე წლები იდგა. მაგრამ დღეს... ვერაფრით ვიგებ: ვის ან რის ოპოზიციაში ცხოვრობენ?! ვიცნობ ბევრ ფრანგს, რომლებსაც არ მოსწონთ საფრანგეთში ცხოვრება. ადგნენ და გადასახლდნენ სხვა ქვეყანაში.

ბატონებო, არ მოგწონთ რუსეთი? გაემგზავრეთ. ახლა ყველაფერი შესაძლებელია. ეძიეთ თქვენი სამოთხე. მაგრამ თუ აქ რჩებით, მაშინ რატომ ლანძღავთ მუდმივად თქვენს ქვეყანას?! თქვენ ხომ აქ დაიბადეთ, გაიზარდეთ, არაჩვეულებრივი უფასო განათლება მიიღეთ. ჯერ ქვეყნისთვის გააკეთეთ რამე და შემდეგ ილაპარაკეთ ნაკლზე! და გვაჩვენეთ, კონკრეტულად რა მოიმოქმედეთ მათ აღმოსაფხვრელად!

ჩემი პოზიცია „ინტელიგენციის“ უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს: მაშინვე მიმათვლიან ხოლმე დემოკრატიის მტრების რიგებს. მზარავს, როცა მესმის, საზღვარგარეთ წასული ჩვენი ხალხი როგორ სვრის ლაფში თქვის ქვეყანას. ეს როგორ შეიძლება? ჩვენ რატომღაც არ გვსურს საკუთარ თავს ვცეთ პატივი.

საზღვარგარეთ ყოფნისას არც რუსებსა და არც უცხოელებს უფლებას არ ვაძლევ ჩემი თანდასწრებით აუგად მოიხსენიონ რუსეთი და შეურაცხყოფა მოგვაყენონ. არსებობს ელემენტარული რამეები, რაც სავალდებულოა გავაცნობიეროთ: სანამ საკუთარ თავს თავად არ ვცემთ პატივს, არავინ არ გვცემს პატივს.

მართლა არ მესმის, როგორ უნდა აფურთხო შენს სამშობლოს...“.