საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი კონტეინერების საწყობის მშენებლობას, რომელსაც კომპანია „აისბერგ ფოთი“ განახორციელებს.
პროექტს მთავრობა სხდომაზე განიხილავს.
პრემიერის შეფასებით, კონტეინერების გადაზიდვები საქართველოში ძალიან სწრაფად და მნიშვნელოვნად იზრდება. „ეს იმაზე მეტყველებს, რომ თანდათან უფრო მეტად ხდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაცია. საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მატება პირდაპირ მიუთითებს საქართველოში დასაქმებულთა მატებაზე, ვინაიდან არსებობს ძალიან ძლიერი კავშირი გადაზიდული კონტეინერების რაოდენობასა და ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პროექტისთვის 400 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.