აქტუალური
გიორგი ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა (ვიდეო)

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. გიორგი ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა – ეს განცხადება მან 5 მაისს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის შენობაში გააკეთა.

 იგი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. როგორც ვაშაძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობიდან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა (ვიდეო იხ. აქ). ვაშაძემ განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” პერსპექტივებს ვეღარ ხედავს.