უცხოეთი
ტრამპი: „ჩინეთი ამერიკის ეკონომიკას აუპატიურებს“

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტობის პრეტენდენტმა „რესპუბლიკელთა პარტიიდან“ დონალდ ტრამპმა ჩინეთი აშშ-ის „გაუპატიურებაში“ დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

 ინდიანაში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ტრამპმა ჩინეთის სავაჭრო პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჩინეთი პასუხისმგებელია „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდ ძარცვაზე“.

 „ჩვენ ვეღარ დავუშვებთ, რომ ჩინეთმა  ჩვენი ქვეყნის გაუპატიურება გააგრძელოს. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამას“, - განაცხადა ამერიკელმა მილიარდერმა.

 დონალდ ტრამპმა ჩინეთი ადრეც დაადანაშაულა იუანის კურსის ხელოვნურად შემცირებაში, რათა მსოფლიო ბაზრებზე ჩინური საქონელი უფრო იაფფასიანი და მიმზიდველი გახდეს. ტრამპის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლების პოლიტიკა ანადგურებს ამერიკულ ბიზნესს და სამუშაო ადგილებს.