უცხოეთი
შოიგუ: დასავლეთისა და სამხრეთის სამხედრო ოლქებში სამი ახალი დივიზია შეიქმნება

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ორი ახალი დივიზია შეიქმნება დასავლეთის სამხედრო ოლქში და ერთიც – სამხრეთის ოლქში, ნატოს ძალების ზრდის საპირწონედ რუსეთის საზღვრებთან, – განაცხადა ოთხშაბათს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

 „თავდაცვის სამინისტრო რიგ ზომებს მიმართავს რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს ნატოს ძალების ზრდის საპირწონედ. წლის ბოლომდე ორი ახალი დივიზია შეიქმნება დასავლეთის სამხედრო ოლქში, ერთიც – სამხრეთის სამხედრო ოლქში“, – აღნიშნა შოიგუმ სელექტორულ თათბირზე.