აქტუალური
პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულობა “პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი.  პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში ყველაზე მეტი შემოწირულობა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო 268 500 ლარის სახით. ირმა ინაშვილის პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველი მისივე წევრი და საკრებულოს დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძეა, რომელმაც პარტიას აპრილში 60 000 ლარი შესწირა.

მეორე ადგილი უკავია “ქართულ ოცნებას” - 149 020 ლარით, ხოლო მესამე - 124 000 ლარით - ახალ პოლიტიკურ ცენტრ “გირჩს”.

სხვა პარტიების მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

“გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის” – 46 939 ლარი.

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – 9 000 ლარი.

“საქართველოს მშვიდობისთვის” – 3 173 ლარი.

“თავისუფალი საქართველო” – 1 364 ლარი.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 1 131 ლარი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 900 ლარი.

“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” – 600 ლარი

საქართველოს კონსერვატიული პარტია – 120 ლარი.

ჯამში კი, პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობის სახით 604 747 ლარი მიიღეს.