უცხოეთი
მოლდოვურმა ოპოზიციამ საზღვარზე აშშ–ის სამხედრო ტექნიკის კოლონა დაბლოკა და კვერცხები დაუშინა

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. აშშ–ის სამხედრო ტექნიკა, რომელიც რამდენიმე საათით დაბლოკეს მოლდოვას რესპუბლიკის ოპოზიციური სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებმა, კიშინიოვიდან 40 კმ–ში მდებარე ნეგრეშთის პოლიგონზე ჩავიდა. ამის შესახებ ТАСС იუწყება.

 ტექნიკამ გავლა მოახერხა სპეცდანიშნულების პოლიცია „მოლნია“–ს ჩარევის შედეგად, რომელიც კიშინიოვიდან ჩავიდა. მათ ამერიკელებს საბუთები შეუმოწმეს, რის შემდეგაც საზღვარზე გაატარეს. თავის მხრივ, მომიტინგეები სკანდირებდნენ: „სტოპ ნატო!“, „Go home!“, „შორს ნატოსგან!“, „მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა!“, „არა–ნატოს!“.

 სწავლება Dragon Pioneer-2016 რესპუბლიკაში 3–დან 20 მაისამდე ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვას ნაციონალური არმიის 165 სამხედრო მოსამსახურე და აშშ–ის მეორე საკავალერიო პოლკის 198 სამხედრო. უწინ მოლდოვას თავდაცვის მინისტრმა ანატოლი შალარუმ განაცხადამ რომ ალიანსის ტექნიკის ნაწილი კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე 9 მაისს იქნება წარმოდგენილი.