აქტუალური
სენსაცია! უკრაინის ახალმა პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ყირიმი და დონბასი უკრაინა აღარ არის!

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ვლადიმერ გროისმანმა უკრაინული ტელეგადაცემა “სიტყვის თავისუფლების” ეთერში რამდენიმე სენსაციური განცხადება გააკეთა. მათ შორის ერთ-ერთი მის მიერ იმის აღიარება იყო, რომ ყირიმი და დონბასის ნაწილი, ანუ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, უკრაინის ნაწილს არ წარმოადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ყირიმი და დონბასის ნაწილი კიეველი პოლიტიკოსების პოპულიზმის გამო დაკარგა.

 “ჩვენი ძალზე ღრმა პრობლემები კორუფციონერებს და პოპულისტებს უკავშირდება, ამას განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა. იცით, უკვე გული მერევა, როდესაც მესმის, რომ ყველა ყველას ყველაფერს უფასოდ მისცემს. პოლიტიკოსები გამუდმებით ამბობენ, რომ ყველაფერი იაფი იქნება, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ როგორც კი არჩევნები ჩაივლის - ყველაფერი უფრო და უფრო უარესდება. პოპულიზმის გამო ქვეყანა თავის შესაძლებლობებს კარგავს, ნაკლებად კონკურენტუნარიანი ხდება, ადამიანებს უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტებზე გული უტყდებათ. და ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყირიმი და დონბასი დავკარგეთ. ეს რა, გუშინ მოხდა? მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის მანძილზე ხდებოდა”, - განაცხადა გროისმანმა.