უცხოეთი
საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ოდესაში ნაცგვარდიის შეყვანის თაობაზე, ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს პარანოიკი უწოდა და ურჩია, ექიმისთვის მიემართა.
„არც ექიმი ვარ და არც ფსიქიატრი, მაგრამ ეს რაღაც ავადმყოფურ პარანოიას ჰგავს. ეს რაღაც კლინიკაა და როგორც ჩანს, სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ნერვებს გაფრთხილება სჭირდება“, – დაწერა შკირიაკმა თავის ფეისბუქ–გვერდზე.
უწინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, „საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად“, ოდესაში დამატებით, ნაცგვარდიისა და პოლიციის ათასამდე თანამშრომლის შეყვანა დაავალა, რაც ქვეყნის შსს–ში უარყვეს.