სამართალი
შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გოგა . განზრახ მკვლელობის ბრალდებით ჩხოროწყუში დააკავეს.

 ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 აპრილს, მარტვილის რაიონ სოფელ კურზუში, ურთიერთშელაპარაკებისას პაატა -ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პაატა ბ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.