საზოგადოება
სრულიად რუსეთის პატრიარქის ინიციატივა, რომელიც სრულიად საქართველოს პატრიარქმაც უნდა განახორციელოს

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. 1 მაისს, აღდგომას, НТВ -ზე პროგრამა “პოზდნიაკოვის” სტუმარი გახლდათ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელმაც, კერძოდ, თქვა:

 “ჩვენ ვქმნით ეგრეთ წოდებულ თავშესაფრებს დედებისთვის. ჩვენ ვიწვევთ ქალს, რომელმაც აბორტის გაკეთებაზე უარი თქვა, რადგან მღვდელი ან ერთ-ერთი ჩვენი სოციალური მუშაკი ელაპარაკა - თუ ის მძიმე მდგომარეობაშია, ამ თავშესაფარში ორი-სამი თვე უფასოდ იცხოვროს. ჩვენ დავეხმარებით. შემდეგ კი უნდა გადაწყვიტოს, თავშესაფრიდან ბავშვთან ერთად წავა თუ ჩვენ დაგვიტოვებს. ამასთან, დაჟინებით მოვითხოვ, რომ არანაირი გაშვილება არ მოხდეს... ჩვენს სამღვდელოებას ვეუბნები: “უთხარით ამ ქალებს, რომ ჩვენ ვიტოვებთ ამ ბავშვს, მაგრამ შენ მის დედად რჩები. შეგიძლია, ნებისმიერ დროს მოხვიდე, ნებისმიერ მომენტში წაიყვანო. აი, ვთქვათ, მდგომარეობა შეგეცვალა, გათხოვდი ან საბინაო პირობები (გაგიუმჯობესდა), და გინდა, ბავშვი წაიყვანო. ის შენია! ის ჩვენი არ არის!” აი, ასეთი სისტემის შექმნა გვსურს მთელი ქვეყნის მასშტაბით”.