საზოგადოება
“დღეს ჩვენ დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ცხოვრებიდან ქრისტიანობის გაძევების მოწმეები ვართ” - პატრიარქი კირილი

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. 1 მაისს, აღდგომას, НТВ -ზე პროგრამა “პოზდნიაკოვის” სტუმარი გახლდათ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელმაც, კერძოდ, თქვა:

 “დღეს ჩვენ მოწმეები ვართ ქრისტიანობის, საერთოდ - რელიგიური საწყისის, მაგრამ განსაკუთრებით რატომღაც ქრისტიანობის გამოძევებისა დასავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ცხოვრებიდან...  თუ ევროპული ცხოვრების ზნეობრივი, ღირებულებითი საფუძვლის გადახედვა ხდება, რას ნიშნავს ეს ევროპული ცივილიზაციისთვის? ამავე დროს - უცხოკულტურული უცხორელიგიური ლტოლვილების მოზღვავება. კოლოსალური გამოწვევაა. თანაც არ ვიცით, როგორ გადაიჭრება ეს გამოწვევა. 

 ...მსოფლიო ჯანდაბისკენ მიექანება. არ ვიცი, როგორ აღიქმება ეს ახლა, მაგრამ ვალდებული ვარ, როგორც მღვდელმა, გულწრფელად  ვთქვა, რასაც ვფიქრობ. იმიტომ რომ თუ თქვენ ადამიანის ზნეობრივ საფუძველს ანგრევთ, მის შინაგან ცხოვრებას ანგრევთ, გადააფორმატებთ, ადამიანი - ადამიანი აღარ იქნება!”.