აქტუალური
თამარ იოვაშვილი: „გავულამაზოთ 9 მაისი ვეტერანებს“

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი მიიჩნევს, რომ დიდი სამამულო ომის ვეტერანები მეტ ყურადღებას იმსახურებენ და მათ საპატივცემულოდ შესაბამისი ღონისძიებები უნდა იმართებოდეს.

 “ძალიან მალე დადგება 9 მაისი. ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავი… მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რამდენი ვეტერანია ცოცხალი (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოთ)? 300 ათასზე მეტი ქართველია ამ ომში დაღუპული და ნუთუ მათი ხსოვნა და შინ დაბრუნებულთა გმირობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ ადამიანებს თუნდაც ელემენტარული პატივი მივაგოთ? ჩვენს ოფისში, ფურცელაძის 14-ში, გელოდებით ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი, ამ ხალხს გაულამაზოთ 9 მაისი!“, -აცხადებს თამარ იოვაშვილი.