ამა წლის ოქტომბერში აშშ–ის ხელისუფლებამ ლოს–ანჯელესში დააკავა სომეხი კრიმინალური ავტორიტეტი ა. კაზარიანი, მეტსახელად „პზო“. მას და მისი დაჯგუფების წევრებს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობა ედებოდათ. ამ დანაშაულებრივი ჯგუფიდან ძაფები თითქოსდა საშიკ სარგსიანთან, სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ღვიძლ ძმასთან მიდიოდა. გამოვიდა, რომ ასეთი კავშირი სომხეთის პირველ პირს კორუფციული კავშირების „შავ ჩრდილს“ აყენებდა.
გარდა ამისა, პრეზიდენტის ძმა – ნაციონალური კრების დეპუტატი საშიკ სარგსიანი, სომხეთის გენერალურ პროკურორთან, აგვან ოვსეფიანთან ერთად, დეკემბრის დასაწყისში ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩავიდა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა. ამ ვიზიტით საშიკ სარგსიანმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ არაფერი საერთო არ ჰქონდა „პზო“–ს დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან.