უცხოეთი
საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე ნატოში გაერთიანების წინააღმდეგ გამოვიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰელსინკმა და სტოკჰოლმმა საკითხი დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ – ამის შესახებ მან ტელერადიომაუწყებლობის პორტალ YLE–თან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩემი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არანაირი აუცილებლობა არა გვაქვს ნეიტრალიტეტის პოლიტიკა შევცვალოთ” – განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, რუსეთმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ნატოს, როგორც საფრთხეს განიხილავს და მათ “არ სურთ ამ საფრთხის საკუთარ საზღვრებთან მიახლოება”, – დასძინა მან.
საკითხი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს – განაცხადა საული ნიინისტემ.