უცხოეთი
საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. ჰაკერმა ანტონ მარჩიკოვმა შექმნა ონლაინ–სერვისი, სადაც აჩვენებს შემთხვევით ადამიანებებს, რომლებსაც ვებ–კამერებით უთვალთვალებს. მსხვერპლთა კომპიუტერებთან წვდომისთვის იგი იყენებდა პროგრამა LuminosityLink, ხოლო სერვისის ამოქმეების შესახებ განცხადება რესურს „დვაჩ“–ზე გამოაქვეყნა.
ონლაინ–ტრანსლაცია რესურს Synchtube–ზე მიმდინარეობს. ვიდეო იტვირთება YouTube–ის მეშვეობით, შემოსავალს კი ჰაკერი ნებაყოფლობითი შემოწირულობებით იღებს.
მარჩიკოვი „მუდმივ ინტერაქტივს“ გვპირდება. ამასთან, მცირეოდენი თანხის საფასურად იგი მაყურებელთა სურვილებს ასრულებს, მსხვერპლთა კომპიუტერებში მუსიკის, ეროტიკული ვიდეოების ჩართვით, ანდა სოციალურ ქსელებში მათ გვერდებს უჩვენებს.