პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა ბოსტონში გამართა

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. ქართულმა მხარემ პოტენციურ ინვესტორებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით საქართველოს შესაძლებლობები გააცნო.

აღინიშნა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ინვესტიციების მოსაზიდად, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგები, მათ შორის ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი. მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან და დაიწყო მოლაპარაკება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.