უცხოეთი
მედია: საქართველომ თურქეთს სადავო ტერიტორიის 6 ჰექტარი გადასცა

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. თურქული და ქართული მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო თურქეთს დაახლოებით 6 ჰექტარ სადავო ტერიტორიას გადასცემს – ამის შესახებ რუსული “რია ნოვოსტი” თურქულ Sabah-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, სადავო მიწის ნაწილი საქართველოს მფლობელობაში მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დროს გადავიდა. საუბარია არდაღანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწის ფართობზე.

2013 წელს ადგილობრივების თხოვნით, თურქეთის მთავრობამ ქართველი ჩინოვნიკები სადავო ტერიტორიაზე სასაუბროდ მიიწვია.

მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სასაზღვრო მდინარეს მის ძველ კალაპოტს დაუბრუნებდნენ, ამდაგვარად, ქართულმა დელეგაციამ თურქეთისათვის 15 საფეხბურთო მოედნის ტოლი ტერიტორიის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა – წერს “რია ნოვოსტი”.