აქტუალური
„რუსთავი 2“ უფასო რეკლამას მიკეთებს" - თამაზ მეჭიაური

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა პარლამენტში. უმრავლესობა ირწმუნება, რომ არც “რუსთავი 2”-ის და არც სხვა მედიასაშუალების საქმიანობაში ხელისუფლება არ ერევა.

 „თუ დარჩება აღნიშნული მენეჯმენტი, გაგრძელდება იგივე სარედაქციო პოლიტიკა. თუ შეიცვლება მესაკუთრე და თუ შეეცდება ამის შეცვლას, მე აქედანვე ვთხოვ მას, რომ არ შეცვალოს და დატოვოს დამოკიდებული ნაციონალურ მოძრაობაზე, სახელმწიფოსგან ის ისედაც თავისუფალი იყო და არის. მე მაწყობს ასეთი მენეჯმენტი, რამდენადაც უფასო რეკლამას მიკეთებს თქვენი ტელევიზია, კერძოდ, სხვადასხვა შოუები, მე მათი ოჯახებისთვის ლუკმაპურის მიწოდებას უზრუნველვყოფ, რადგან მათ საქმე აღარ ექნებათ, მე რომ არ ვიყო", - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა თამაზ მეჭიაურმა.