საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი: „რუსეთი იგივე ბანგლადეშია, ოღონდ ბირთვული პოტენციალით“.
არსობრივად, ესაა ქვეყნის შეურაცხყოფის უტიფარი მცდელობა. შეურაცხყოფას მხოლოდ შეურაცხყოფით უნდა უპასუხო და არა გონივრული არგუმენტებით.
ოლბრაიტი ცხვირნისკარტა მახინჯი ბებერია, რომელიც ქასთინგის გარეშე შეიძლება გაამწესო კუდიანი დედაბრის როლის შესასრულებლად.
ბანგლადეში ძალიან ლამაზი და ცხელი ქვეყანაა, მშვიდობიანი ფერადკანიანებით დასახლებული, მის ტერიტორიაზე ერთმანეთს ერწყმის დიდი განგა და მდინარე ბრაჰმაპუტრა და განგის უნიკალურ შესართავს ქმნის. მათი ცივილიზაცია მრავალ წელს ითვლის მაშინ, როცა აშშ–ის ისტორია მოკლე და ვულგარულია.
რუსეთი იდუმალი წარმოშობის უძველესი ცივი ქვეყანაა. 1945 წელს მან მოულოდნელად მსოფლიო სიძლიერის მწვერვალს მიაღწია, ხოლო 1991 წელს სსრკ–ის რუსულმა სახელმწიფომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა რუსული ცხოვრების ხე არ დაღუპულა და ისე გაიზარდა, რომ აშშ–სა და ბებერ ევროპას აშფოთებს. ისინი შიშით კანკალებენ.
რუსები ძალიან მამაცი და გამბედავი ხალხია და ცოტა მიამიტიც, როგორც ყველა დიდი ნაცია.
ჩვენ თქვენ დაგმარხავთ და თქვენს დაკრძალვაზე წავიცრემლებთ კიდეც, რადგან სენტიმენტალურებიც ვართ.