26 აპრილს ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა სავიკ შუსტერმა შიმშილობა გამოაცხადა იმ დრომდე, ვიდრე მას არ მისცემენ საშუალებას იმუშაოს უკრაინაში. ეს გადაწყვეტილება შუსტერმა ტელეარხ 3S.tv.-ს ღია ეთერში გააჟღერა.
"მე ვაცხადებ შიმშილობას იმ დრომდე ვიდრე არ მომცემენ უფლებას ვიმუშაო უკრაინაში. ეს არ არის უკრაინული პატრიოტიზმის პრობლემა. მე ევროპის პატრიოტი ვარ. მე არ მინდა, რომ ევროპაში იპარავდნენ, რომ ევროპაში დასცინოდნენ ხალხს, მე არ მინდა ევროპაში იყოს ომები. მე ვთვლი, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს იღებენ ასეთ გადწყვეტილებებს არიან ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ მივყევართ მორიგ ომამდე და სისხლისღვრამდე",-განაცხადა შუსტერმა.
ასევე მან გააკეთა განმარტება:” მე ვაცხადებ შემშილობას იმ დრომდე , სანამ არ მომცემენ მუშაობის უფლებას იმ ქვეყანაში, რომელსაც უკრაინა ჰქვია. მე ევროპაში დავიბადე და ვიცხოვრე, მე ევროპაში მივიღე განათლება და ძალიან მიყვარს ევროპა”.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ სავიკ შუსტერს გაუუქმეს უკრაინაში მუშაობის ნებართვა. ჟურნალისტმა პრესასთან განაცხადა, რომ მას ბინადრობის ნებართვა უკრაინაში 2017 წლის აპრილამდე აქვს.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ აღნიშნა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა უახლოეს მომავალში უნდა ახსნან ინციდენტის მიზეზები. უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანის განცხადებით კი ოპერატიულად უნდა გადაიხედოს სიტუაცია.
საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა იური სტეცმა კი გამოთქვა შუსტერის დაცვის პოზიცია.
სავიკ შუსტერი უკრაინაში 10 წელია მუშაობს.