უცხოეთი
აფეთქება ერევანში მგზავრის კუთვნილი საგნის დეტონაციის შედეგად მოხდა

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. სომხეთის პოლიციის უფროსმა ვლადიმერ გასპარიანმა სამშაბათს დილით განაცხადა, რომ ერთ–ერთი მგზავრის კუთვნილი საგნის დეტონაციის შედეგად ერევნის ავტობუსში აგეთქება მოხდა. გასპარიანის სიტყვებს Panarmenian ავრცელებს.

მგზავრი მეორე რიგში იჯდა, – აღნიშნა გასპარიანმა. არის თუ არა ის ადამიანი ორი დაღუპულიდან ერთ–ერთი, ამის შესახებ არ იტყობინებიან.

ორშაბათს საღამოს სომხეთის დედაქალქში დიდი აფეთქება მოხდა. ალაბიანის ქუჩაზე, ერევნის ცენტრში, სარეისო ავტობუსი აფეთქდა. ააფეთქების მომენტში ავტობუსში 9 მგზავრი იჯდა. ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენ შვიდს, რომელთა შორის სამი მოზარდი და ერთი ფეხმძიმე ქალი იყო, სხდასხვა ხარისხის სიმძიმის ჭრილობები აღენიშნებათ.