საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ CBS-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. იგი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს, ევროპულ ერთიანობას ძირი გამოუთხაროს. “საემიგრაციო კრიზისი ევროპაში ამერიკისთვისაც პრობლემაა, ყველაზე მეტად, ყველაზე სტრატეგიულად პრობლემა არის ის, რა ტვირთადაც ეს კრიზისი ევროპულ შიდა პოლიტიკას აწვება, ხელს უწყობს რა ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას, რაც ევროპის ერთიანობის რღვევას უწყობს ხელს და რაც ძირითადად გამოყენებულია ისეთი ვინმეს მიერ, როგორიც არის ბატონი პუტინი”,-განაცხადა ობამამ.
"პუტინი ნატო-ს, ევროკავშირს, ტრანსატლანტიკურ ერთიანობას განიხილავდა როგორც საფრთხეს რუსეთის ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ ის ცდება ამაში, მე მას არაერთხელ მივანიშნე, რომ სინამდვილეში ძლიერი, ერთიანი ევროპა, რომელიც ძლიერ, გარე სამყაროზე ორიენტირებულ რუსეთთან მუშაობს - სწორი გამოსავალია“, - განაცხადა ობამამ.