უცხოეთი
საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ავსტრალიის სომხური თემი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ავსტრალიის აიდატის კომიტეტის ადმინისტრატორმა არინ მარგარიანმა განაცხადა.
„ახლა ჩვენ ვაგროვებთ სახსრებს, პროცესი მიდის და ჩვენ ფინანსებს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დასახმარებლად მივმართავთ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან გადაწყდება საკითხი, თუ საით მივმართოთ ეს ფინანსები – დანგრეული სახლების რემონტში, დაზარალებულთა დასახმარებლად თუ კიდევ სხვა კუთხით“, – განაცხადა მან.