უცხოეთი
სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, ყირიმელი თათრების მეჯლისის თაობაზე გადაწყვეტილება გააუქმოს

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება ყირიმელი თათრების მეჯლისის ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ.

 “მეჯლისი დიდი ხნის განმავლობაში არის ტრადიციულად არასაკმარისად წარმოდგენილი და ისტორიულად დაჩაგრული ყირიმელი თათრების წარმომადგენელი ორგანო. ის არის მნიშვნელოვანი ხმა ყირიმელი თათრების კულტურის შენარჩუნებისა და დისკრიმინაციისგან დაცვის საქმეში”, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

 ჯონ კირბის განცახდებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში თათრების საქმიანობის დარეგლირების საფუძველი და უფლება არ გააჩნია. “აკძალვა არ მისცემს მეჯლისს საშუალებას, გამართოს სხდომები, გამოაქვეყნოს საკუთარი პოზიცია მედიაში და გამართოს საჯარო ღონისძიებები, რაც ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს”, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცახდებაში.

 რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მეჯლისის საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება  19 აპრილს მიიღო. მეჯლისი ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში ყირიმის პროკურორი ნატალია პოკლონსკაიას გადაწყვეტილების საფუძველზე შეიტანეს.