პოლიტიკა
“შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის დავალებებს ასრულებს!” - სოსო შატბერაშვილი (ვიდეო)

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმისტივ რასელმა სიტყვასიტყვით გაიმეორა ის, რაც მას უთხრა შალვა ნათელაშვილმა. რასელი არის მაკკეინის გუნდის წევრი, რომელიც პირდაპირ კურირებს სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“. სააკაშვილი დღესდღეობით დაკავებულია უკრაინის მოვლენებით და მან ნათელაშვილი, როგორც ემისარი გაგზავნა ამერიკაში. ეს განცხადებები გვაჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  ნიადაგს ამზადებს მორიგი გადატრიალებისთვის, რადგან მშვიდობიანი გზით ის ხელისუფლებაში ვერ მოვა!“, - აღნიშნული განცხადება „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე ზვიად ავალიანის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ გააკეთა (ვიდეო იხ. აქ).