აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პანკისის ხეობას ეწვია

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. დავით ებრალიძემ სოფელ წინუბნის ბაგა-ბაღი და საჯარო სკოლა მოინახულა.

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სათამაშოების მაღაზია „ჭიტამ“ ადგილობრივ პატარებს სამახსოვრო საჩუქრები და სათამაშოები გაუგზავნა. სახელობითი საჩუქრები 78 ბავშვს გადაეცა.

 „ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრიც იყო აქ ჩამოსული და ადგილობრივ ბავშვებს სათამაშოებს დაჰპირდა. ჩვენ ვასრულებთ პირობას და ბავშვებთან საჩუქრებით ჩამოვედით. ბაგა-ბაღის ბავშვებს და სკოლის მოსწავლეებს სათამაშოების მაღაზია „ჭიტას“ საჩუქრები გადავეცით. ამ რეგიონს უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ და ასეთი ვიზიტებიც ხშირი იქნება“, - განაცხადა დავით ებრალიძემ.