უცხოეთი
საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. ორგანიზაციაში შედიან სომხები, რომლებიც წარსულში ამერიკის არმიაში მსახურობდნენ. ლეგიონი სომეხი ხალხის მტრებთან ბრძოლას აპირებს.
ამერიკის სომხური ლეგიონი – American Armenian Legion იმისთვის შეიქმნა, რომ ადგილობრივ სომხებს სხვადასხვა იარაღიდან სროლა და საბრძოლო ხელოვნება ასწავლოს.
ორგანიზაციაში ასევე არის 5–კაციანი ჯგუფები, რომლებიც საიდუმლო მომზადებას გადიან აშშ–ის არმიის საზღვაო ქვეითების ყოფილი ოფიცრების ხელმძღვანელობით.
სომხურ ლეგიონაში უკვე ათასზ ემეტი მებრძოლია. მისი დამფუძნებლების თქმით, ლეგიონი იმისთვის შეიქმნა, რომ მეტად აღარ განმეორდეს სომეხთა გენოციდი და ასევე, სომეხი ხალხის მტერთან საბრძოლველად ომის შემთხვევაში.
ლეგიონის შესაიარაღებელ სახსრებს აშშ–ის სომეხთა თემი გამოყოფს.