უცხოეთი
სააკაშვილი ავიაციაში მიდის – ოდესის გუბერნატორი რაბინოვიჩი იქნება

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. როგორც უკრაინული ინტერნეტ–გამოცემა „ინფორმატორი“უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში მის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, „ოპოზიციური ბლოკის“ წევრმა ვადიმ რაბინოვიჩმა  ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე შესაძლოა სააკაშვილი შეცვალოს. ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ რაბინოვიჩი იძულებული იქნება, თავის ამჟამინდელ პარტიას დაემშვიდობოს და განაგრძოს პოლიტიკური პროექტი „ცენტრის“ განვითარება. ამჟამად არც რაბინოვიჩი და არც მისი გუნდის წევრები არ ეკონტაქტებიან ჟურნალისტებს და კომენტარს არ აკეთებენ ამ ტემაზე.

 როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ცნობილი მფრინავი–თავდამსხმელი სააკაშვილი უკვე ალაგებს ჩემოდნებს და მიემგზავრება კალინინგრადში, სადაც განცხადებით იშოვა სამუშაო (იხ. ფოტო).