საზოგადოება
ეროვნულ უმცირესობებზე ნადირობა დაიწყო - სახელმწიფო ტელევიზია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” აზერბაიჯანული და სომხური გადაცემების წამყვანები სააკაშვილის მიერ “ნაცმოძრაობის” ბაზაზე შექმნილი პარტიის წევრები გახდნენ

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი.  საზოგადოებრივი მაუწყებლის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი გამოშვების წამყვანები ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” წევრები გახდნენ. პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე არაზ მაშოვი და ედგარ ბარსეღიანი წარადგინა.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, ახალი თანამშრომლები პოლიტიკურ ცენტრს დაეხმარებიან, რომ ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ინფორმაცია თავის მშობლიურ ენაზე მიაწოდონ.

ედგარ ბარსეღიანი 2004 წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს, ხოლო არაზ მაშოვი, ტელევიზიაში სამუშაო გამოცდილების გარდა, გარდაბნის რაიონის გამგებლის მოადგილეც იყო.