აქტუალური
თინა ხიდაშელი სავალდებულო სამხედრო სამსახურს აუქმებს?!

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის გაცნობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობს. თინა ხიდაშელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა, სტუდენტებს პროექტის დეტალები პირადად გააცნო და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებზეც ესაუბრა.

დეზინფორმირებული ახალგაზრდები რეზერვის თემის გარდა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასამკლავებლად საქართველოს მზაობისა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხებითაც დაინტერესდნენ.

„შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია“ იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა - როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს, და მოქალაქეების მზადყოფნა - თუ როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას ქვეყნის თავდაცვაში. სწორედ ამიტომ კონცეფციის სამუშაო ვერსიას გაეცნობიან არა მხოლოდ სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ სტუდენტებიც.