აქტუალური
ხიდაშელმა ბავშვებს მიმართა, როგორც ჰიტლერმა ბერლინის დაცემის წინ ბოლო საათებში (საქინფორმი)

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. თინა ხიდაშელის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის და ავანტიურისტ-პოლიტტიკინის დღეები დათვლილია. მრავალი სამსახურებრივი დანაშაული ყველანაირად დისკრედიტებული ხიდაშელისა, რომელმაც თავდაცვის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციად აქცია და თავისნაირი უვიცი მრჩევლების ხელში ჩააგდო, მისი თანამდებობიდან წასვლის მერე სათითაოდ  ამოტივტივდება და შეუდარებლად მძიმე იქნება, ვიდრე ალასანიას დროინდელი ე.წ. კაბელების საქმე.

მაგრამ არაადეკვატური ხიდაშელი, როგორც იტყვიან, მოუკრეფავში გადავიდა და რეალობის აღქმის უნარი დაკარგა. საყოველთაო სიძულვილის მიუხედავად, მას თავი უსინდისოდ ისევ ლამის „ქართლის დედად“ მოაქვს და იმის ნაცვლად, რომ, მისი ქმრის მსგავსად, მიყუჩდეს და ბოლო დღეები საერთოდ არსად გამოჩნდეს, გასულ პარასკევს ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე მყოფ რეკრუტებს მოულოდნელად ესტუმრა.

თინა ხიდაშელმა, როგორც ჰიტლერმა ბერლინის დაცემის ბოლო საათებში, მომავალ ჯარისკაცებს  სიტყვით მიმართა! ხიდაშელი რეკრუტებს, მათ შორის, თავის ბოლო იმედს - იმ პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩართვა გადაწყვიტეს.