აქტუალური
საქართველო: საგარეო ვაჭრობა 2016 წლის I კვარტალის მდგომარეობით

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქონლის რეგისტრირებულმა სავაჭრო ბრუნვამ 2 146 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 79.4% - იმპორტი, ხოლო 20.6% ექსპორტია.

საგარეო ვაჭრობის სალდო 2.5%-ით გაუმჯობესდა. ამასთან, ექსპორტი 11.9%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი - 5.1%-ით.

საქართველოდან ექსპორტირებული სამი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია: სპილენძის მადნები (19%), მსუბუქი ავტომობილები (8.5%) და თხილი (7.4%), ხოლო ქვეყანაში იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფების პირველი სამეული შემდეგია: სამკურნალო საშუალებები (15.8%), ნავთობის აირები (7.3%) და მსუბუქი ავტომობილები (5.8%).

ექსპორტში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების პირველი სამეულია: თურქეთი (12.4%), ჩინეთი (12.3%) და რუსეთი (9.6%), ხოლო იმპორტში: თურქეთი (17.4%), ირლანდია (12.3%) და რუსეთი (8.6%).