უცხოეთი
„მე იგი სარბოლო მანქანაში ჩავსვი – ის ცუდად გახდა! სააკაშვილმა კვლავ შეარცხვინა საქართველო და სომხები (ვიდეო)

 საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. 15 აპრილს, უკრაინული ტელევიზიის პოპულარული გადაცემა „Шустер LIVE“–ის პირდაპირ ეთერში, ლაჩარმა, ცრუპენტელა, ნარკომანმა და სერიულმა ჯალათმა სააკაშვილმა კიდევ ერთელ შეარცხვინა საქართველო და სომხები. ტელეგადაცემაში მონაწილე უკრაინის ყოფილმა ტრანსპორტის მინისტრმა, ზაპოროჟიეს ყოფილმა გუბერნატორმა, ევროპის ჩემპიონმა ავტორბოლაში და ექსპრეზიდენტ იუშჩენკოს მეგობარმა ევგენი ჩერვონენკომ უაღრესად კორექტული და პატივისცემის გამომხატველი ფორმით მიმართა „მიხაილ ნიკოლაევიჩს“, რომელთანაც „არაერთი წელია“ მეგობრობს და წარმოადგინა კორუფციის მტკიცებულებები ოდესაში. ჩერვონენკომ წარადგინა დოკუმენტები და დაასახელა ქართველების გვარები, რომლებიც აკონტროლებენ მთელ ოდესას, ოდესის საბაჟოს, ათეთრებენ რა ფულს სხვადასხვა ხერხით, მათ შორის, მათ მიერვე შექმნილი ფონდების მეშვეობით. ჩერვონენკომ გულღიად მიმართა სააკაშვილს – „მე გული შემტკივა შენზე, თუმცა ხალხი უკმაყოფილოა, ოდესა ხომ, მაინც, ქართული კი არა, არამედ უკრაინულ–ებრაული ქალაქია“ – და სთხოვა მას „შეწყვიტოს ყველას, ხელისუფლების ყველა შტოს ლანძღვა, როცა მისი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია“.

 პასუხად წარმოშობით სომეხმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მისთვის ჩვეული პიარ–ისტერიკა მოაწყო, დაჰპირდა „ქურდი ჩერვონენკოს და მისნაირების დაპატიმრებას და მათი, არაწესიერი გზით მოპოვებული, ქონების კონფისკაციას“. სააკაშვილის ამ მორიგ ცრუ, მტკიცებულებების არმქონე და ერთჯერად გარე ეფექტზე გათვლილ  სპიჩში ახალი არაფერი ყოფილა, დიდი ხნის წინ მამაკაცურ ღირსებადაკარგულ კავკასიური წარმოშობის ნარკომანს, სისხლის სამართლის დამნაშავესა და სერიულ ჯალათს კავკასიელი მამაკაცისთვის ყველაზე მდაბალი საქციელი რომ არ ჩაედინა: სააკაშვილი თავად მოჰყვა, რომ „ჩერვონენკო მისი საყვარელი მეგობრის იუშჩენკოს საყვარელი მეგობარია (დავამატებთ, რომ იგი სააკაშვილის უმცროსი ვაჟის ნათლიაა), თუმცა, არასოდეს ყოფილა მისი მეგობარი და მხოლოდ ერთხელ ნახა ჩერვონენკო მის საკუთარ იახტაზე, სადაც იგი იუშჩენკომ მიიწვია. „წარმოგიდგენიათ, ტრანსპორტის მინისტრს საკუთარი იახტა ჰქონდა და ეს „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ იყო!’“ – გაჰყვიროდა ლაჩარი სააკაშვილი, რომელიც მას შემდეგ, რაც ჩერვონენკოს ნერვებმა უმტყუნა და მისკენ გაემართა, სტუდიიდან გაიქცა (ვიდეო იხ. აქ).

 როგორც გულის სიღრმემდე აღშფოთებული ჩერვონენკოს კომენტარიდან გაირკვა, სააკაშვილი არა მარტო სვამდა და ერთობოდა მის იახტაზე, არამედ მეგობრობასაც ეფიცებოდა და არაერთხელ სწვევია სახლშიც, ჯახში. „ამას არასოდეს ვიტყოდი, მას რომ მთელი ჩემი წარსული არ შეერაცხჰყო... რისთვის?! მე ის ერთხელ სარბოლო მანქანაში ჩავსვი – და ის იქ ცუდად გახდა... მომდევნო ჯერზე გადაცემაში ავტომატს მოვიტან, რომელიც მან მაჩუქა...“ – სააკაშვილის მდაბალი საქციელით გაოგნებული ჩერვონენკო სიტყვებს ვერ პოულობდა.