პოლიტიკა
ეროსი კიწმარიშვილმა შესაძლოა „ქართული პარტია“ დატოვოს. კულუარული ინფორმაციით, მას პარტიის დანარჩენ ლიდერებთან შეუთანხმებლობა აქვს. ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან გაჩეჩილაძე ეროსი კიწმარიშვილს ეჩხუბა. ახლა კი ამბობენ, რომ ამ პარტიის შიგნით, ეროსი კიწმარიშვილის პოზიციები პარტიის დანარჩენ ლიდერებს არ მოსწონთ, რის გამოც ხშირად კამათობენ.
ამდენად, „ქართულ პარტია“, რომელიც დიდი ხმაურით დაფუძნდა და გაზაფხულისთვის 50 ათასი მხარდამჭერის მობილიზებას წინასწარ აანონსებდა, რთული პროცესების წინაშე დგას.